|
2023-03-28 17:19:32, 859 ნახვა
საზოგადოება
„პალიტრა მედია“ - ტროლ-ბოტებმა სოციალურ მედიაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
„პალიტრა მედია“ ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს გუშინ, 27 მარტს ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას სათაურით, „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. როგორც მედიასაშუალების განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია სოციალურ მედიაში ტროლ-ბოტებმა გაავრცელეს. „პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსსა და საზოგადოების წარმომადგენელს, რომ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. "27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. ეს ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები. „პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ. „პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან", - აღნიშნულია „პალიტრა მედიას“ განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)