|
2023-03-28 15:24:07, 869 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი, პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით, კანონპროექტს აინიცირებენ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტს აინიცირებს, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, აბინძურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ცხოველებსა და ფრინველებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ორ გამონაკლისს: ეს არის F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შესაძლებელია დახურულ სივრცეში. მეორე კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება კი დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში. პოლიტიკური ჯგუფის წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოების პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და გაიარეს კონსულტაციები გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, კანონპროექტს საფუძვლად უდევს პარლამენტის კვლევითის ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკის გამოყენების მიმართულებით არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. „მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს საქართველო შეხვდება პიროტექნიკის გარეშე", - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)