|
2023-03-27 16:08:17, 902 ნახვა
საზოგადოება
თათია სამხარაძე - ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ
პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! - ამის შესახებ თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. სამხარაძე საქართველოს პრეზიდენტის დახმარებას სთხოვს და ამბობს, რომ "ტყვეობაში" იმყოფება. "პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - წერს თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ სამხარაძის აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე. ბერიძე შექმნილ ვითარებას ისტერიად აფასებს და ამბობს, რომ თათია სამხარაძის საცხოვრებელ სახლთან არ მისულა. "კიდევ ერთხელ განმარტავ მათთვის, ვინც ისტერიკაში ხართ! თათია სამხარაძის სახლთან არ მივსულვარ, ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც ყველაფერი გასაგებია, რაც უნდა გაგვეგო ის უკვე ყველამ გავიგეთ, მეც და საზოგადოებამაც! შესაბამისად მის მიმართ არანაირი ინტერესი არ მაქვს. შეუძლია მშვიდად იყოს. როგორც ვიცი მასთან ჩემი კოლეგა იყო რაღაც კითხვის დასასმელად შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა. 26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო. მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. 2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)