|
2023-03-27 12:15:25, 779 ნახვა
პოლიტიკა
იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო - ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემაზე - ვიდეო
მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწევებისთვის, ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა მესამე პრეზიდენტი ანდერს ბრეივიკს შეადარა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა "იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო გადასცეს". „როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა და სააკაშვილი დაჯილდოვდა ნორვეგიის რომელიღაც ორგანიზაციის მიერ, წარმოიდგინეთ, რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა. მთელს მსოფლიოში ცნობილი, ავოტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწევებისთვის, ეს დაცინვაა ჩვენი ხალხის. თქვენ გახსოვთ ალბათ, ნორვეგიაში ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. რომელიღაც ქვეყანამ, რომ ბრეივიკს გადასცეს ეს ჯილდო, ჩემთვის იგივეა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)