|
2023-03-23 13:02:59, 1684 ნახვა
სამართალი
მოსკოვის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ წევრები დაუსწრებლად გაასამართლა
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ წევრები დაუსწრებლად გაასამართლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზი" ავრცელებს. როგორც გამოცემა Медиазона მოსკოვის სასამართლო ბარათების ჩანაწერებზე დაყრდნობით წერს, დაკავების ორდერი ლეგიონის ოთხ წევრზე გასცეს. გამოცემის ცნობით, რუსეთი მათ დაქირავებულობაში ადანაშაულებს (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამასთან, როგორც "რადიო თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ქართული ლეგიონის“ წევრებისთვის მორალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ეს არის ის რიტორიკა, რომლითაც გველაპარაკება საქართველოს ხელისუფლება - დაქირავებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს მესმის წლებია. ასე რომ, არ გამკვირვებია, რომ რუსეთის სასამართლოც ამას ლაპარაკობს. მე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უფრო მაინტერესებს. ისეთი შეგრძნებაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ და რიტორიკაც ერთნაირია“,- განაცხადა მამულაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის აპრილში აღძრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)