12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 11:43:49, 885 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდი მათ ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდა

ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „მილიუსი“ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პარასელის კუნძულების მიმდებარე წყლებში უკანონოდ შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სამხედროები ამბობენ, ხომალდი ჩინეთის ტერიტორიული წყლებიდან უკვე გააძევეს.

"საომარ მოქმედებათა თეატრის ძალები ყოველთვის შეინარჩუნებენ მზადყოფნას და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის მტკიცედ დასაცავად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში", - განაცხადა ჩინეთის სამხრეთ თეატრის სარდლობის სპიკერმა, ტიან ჯუნლიმ.

აღსანიშნავია, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ხომალდის გაძევების შესახებ ჩინეთის განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ გამანადგურებელი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში "რუტინულ ოპერაციებს" ახორციელებს. 

„აშშ გააგრძელებს ფრენას, ცურვას და ოპერირებას იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი იძლევა საშუალებას“, - ნათქვამია აშშ-ის საზღვაო ძალების მე-7 ფლოტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ტაივანის გამო გასული წლის აგვისტოში კიდევ უფრო დაიძაბა. დაძაბულობამ პიკს ტაივანში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის დროს მიაღწია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics