12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 10:37:41, 927 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ბირთვულ აპოკალიფსს“ უახლოვდება

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ბირთვულ აპოკალიფსს“ უახლოვდება,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის შედეგები ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს შეიძლება დეკემბერში ყოფილიყო.

"მოიხსნა თუ არა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ მოხსნილა, გაიზარდა. ყოველი დღე, როდესაც უცხოური იარაღი მიეწოდება უკრაინას, საბოლოოდ ეს აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს...

მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რუსეთის გადაწყვეტილების, ან მისი პრეზიდენტის ან უზენაესი მეთაურის გადაწყვეტილებას, გაეკეთებინათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და არასწორად გათვალეს. შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა, ჩვენთან დოკუმენტისთვის რომ მოეწერათ ხელი.",- განაცხადა მედვედევმა. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰიპერბგერითი „ონიქსის“ დარტყმით დაემუქრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics