|
2023-03-22 18:20:03, 1073 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, პარტიის დატოვებაზეც ნაფიქრი მაქვს
მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ის ბოიკოტთან დაკავშირებულ პარტიის პოზიციას არ იზიარებს, აქედან გამომდინარე გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჯერ-ჯერობით პარტიის დატოვების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. "მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული. მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება. თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული და არავითარი სხვის მიერ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)