|
2023-03-20 09:50:18, 878 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - პირადი სურვილია, რომ მანდატი დავტოვო
ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა. როგორც ჩაჩიბაიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტისთვის ხმის არ მიცემის გადაწყვეტილება პარლამენტში დარჩენის "უფლებასა და საშუალებას" არ აძლევს. "ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მხრიდან იქნა მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით - ხმის არ მიცემას ვგულისხმობ, არ მაძლევს იმის უფლებასა და საშუალებას, რომ დავრჩე პარლამენტში. ესეც არის გარკვეული ჩემი შინაგანი გამოძახილი. მანდატს დავტოვებ და გამოვალ, ალბათ, პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ, მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს", - ამბობს ჩაჩიბაია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)