17:37 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-19 15:45:41, 1499 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანია დაასანქცირა - სიაში ირანელი და სირიელი პირებიც მოხვდნენ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასანქცირებულთა უმრავლესობა რუსია, თუმცა სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც აგრესიას უჭერენ მხარს და რუსეთს დახმარებას უწევენ.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია.

„ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი სანქციებია. 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა. მათი უმრავლესობა რუსია. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ესენი არიან ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ეხმარებიან ტერორს... ისინი მოქმედებენ ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და საბოლოოდ, ყველაფერზე პასუხს აგებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics