|
2023-03-17 11:31:13, 1274 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთსა და EU-ს შორის მანევრირება არ არის გზა ევროპული ინტეგრაციისკენ - ჰალიცკი „ოცნებას“ მიმართავს
რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება არ არის გზა რეალური ევროპული ინტეგრაციისკენ, - პოლონელი ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, ევროკავშირი "დივერსიულ ჯაშუშურ ქსელად" მოხსენიებას ვერ შეეგუება. "დაე, ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" მთავრობამ მოგვისმინოს: რუსეთსა და ევროკავშირს შორის მანევრირება არ არის გზა რეალური ევროპული ინტეგრაციისკენ. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია, მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ, ევროკავშირის "დივერსიულ ჯაშუშურ ქსელად" მოხსენიებას რომ ვერ შევეგუებით",- წერს ანდჟეი ჰალიცკი. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დებატები მიუძღვნა. განხილვა შეეხო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხალხის არჩევანსა და მმართველი პარტიის პოზიციებს. ევროპარლამენტარმა არა ერთხელ ახსენეს დეოლიგარქიზაციის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)