17:42 - 07 Jul, 2026
|
2023-03-16 17:12:47, 1655 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთი უკრაინას MiG-29-ის ტიპის 4 თვითმფრინავს გადასცემს
პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში MiG-29-ის ტიპის 4 მოიერიშე თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დუდას თქმით, გადაწყვეტილება სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე მიიღეს. "მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინას სრულ მუშა მდგომარეობაში გადავცემთ 4 თვითმფრინავს. დანარჩენი თვითმფრინავების მომსახურება და მომზადება მიმდინარეობს", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ვარშავა უკრაინისთვის ჯამში, 10 MiG-29-ის გადაცემას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)