|
2023-03-14 13:23:33, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
რიში სუნაკი - ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა
ბრიტანეთის უმთავრესი პრიორიტეტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. სუნაკის თქმით, თანამედროვე გამოწვევები გაიზარდა მხოლოდ "რუსეთის უკანონო შეჭრით უკრაინაში, ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობით, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობებით". "ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რადგან მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად",- განაცხადა სუნაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე პრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შესაძლებელია. სუნაკის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე აუცილებელია, ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების სამხედრო ტექნიკით, ასევე აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადამზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)