|
2023-03-13 11:37:48, 942 ნახვა
პოლიტიკა
ილვესი ღარიბაშვილს - იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის
თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარებს სურთ, საქართველო ომში ჩაითრიონ. ილვესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპა კარგად იქნება მათ გარეშე, "ვინც მის მიმართ ასე იქცევა". "თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. ცხადია, ასეთი განცხადებებისთვის, მას ადგილი არ აქვს და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ევროპის მიმართ ასე იქცევა", - დაწერა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა Twitter-ზე. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა: „მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ".
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)