|
2023-03-13 11:30:25, 1198 ნახვა
საზოგადოება
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. "საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 30-მდე პროექტი დაფინანსდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; • ქ. გორი, სამების ქუჩა N1; • ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20; • ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებგვერდზე - https://idp.gov.ge/statement-120/ ",- აღნიშნულია ინფორმციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)