|
2023-03-12 11:41:02, 1019 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, მიმდინარე წელს, 60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება
მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტებში უახლოეს პერიოდში დაიწყება. "პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხების წყალგამანაწილებლებს და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. სამუშაოები იგეგმება ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს მელიორაციამ, 2012 წლიდან დღემდე, კახეთის რეგიონში, 59,9 მლნ ლარის ღირებულების 96 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. შედეგად, რეგულარულად, 18 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 13 300 ჰექტარზეა გაუმჯობესებული", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)