|
2023-03-09 19:21:39, 1215 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნადირაძე - ვიდექი, მოვიდა სუს-ის ნასეტკა, არც აცია და არც აცხელა და თავს დამესხა ფიზიკურად
პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, სუს-ის წარმომადგენელი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ნადირაძის თქმით, თავდამსხმელს ჯიბიდან ბლაგვი საგანი გადმოუვარდა, რითაც, სავარაუდოდ, თავდასხმას გეგმავდა. "ვიდექით, მოვიდა სუს-ის ნასეტკა, რომელმაც არც აცია და არც აცხელა და თავს დამესხა ფიზიკურად.. ჭიდაობისას, როდესაც დავვარდით, აი რა ამოუვარდა ადამიანს. აი, რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და სუს-ის ნასეტკებს. თუ გგონიათ, რომ აქ მყოფი ადამიანები,რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამო არიან მოსულები, ძალიან ცდებიან და ასეთი სუს-ის ნასეტკებით ვერ შეგვაშინებენ ვერავის. ეს ორი დღეა სუს-ი ცდილობს პროვოკაციებს. მოვიდა, შენ ხარ ირაკლი ნადირაძეო და დამესხა თავს. ვერ მოასწრო, რადგან ფიზიკური წინააღმდეგო გავუწიეთ",- ამბობს ნადირაძე. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პირობა შეასრულოს და 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული პირები გაათავისუფლოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)