|
2023-03-09 10:04:11, 1120 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის აპარატი - 9-10 მარტს, ვიზიტორებზე, აკრედიტებულ მედიასა და დეპუტატებზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, 7-8 მარტს საკანონმდებლო ორგანოს სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას ზიანი მიადგა. როგორც აპარტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება. მათივე ცნობით, ზარალის აღწერისა და მიყენებული ზიანის აღდგენის მიზნით, 9-10 მარტს, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიასა და პარლამენტის წევრებზე გავრცელდება. "ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიაზე და პარლამენტის წევრებზე. შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში. ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება", - ნათქვამია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)