|
2023-03-08 15:16:28, 1467 ნახვა
საზოგადოება
პოლიციამ აქციაზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე ავრცელებს. სპორტსმენის მეუღლის განცხადებით, პროცესი დღეს ან ხვალ ჩაინიშნება. ''მეგობრებო, მათე აქციაზე დააკავეს.. გადაყვანილია ბაკურიანში, ჩანიშნულია პროცესი - დღეს ან ხვალ. ვიმედოვნებთ, ყველაფერი იქნება კარგად და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემპიონსა და ქმარს მალე დავიბრუნებ(თ)''-, წერს მათე სანიკიძის მეუღლე მარიამ კბილაშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)