|
2023-03-08 14:20:46, 1642 ნახვა
საზოგადოება
გია ჯაფარიძე - ზურას დაზიანებები აქვს თავზე, არის „დუბინკებით“ ნაცემი
ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ „დუბინკებით“ ნაცემი - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამჟამინდელი ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. როგორც გია ჯაფარიძე განმარტავს, მისი ძმის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე საელჩო. ''ბევრი მირეკავს ზურას შესახებ და ვერ ვპასუხობ ყველას. კი, ზურა დაკავებულია და არის პოლიციის მიერ "დუბინკებით" ნაცემი. დაზიანებები აქვს თავზე. რა ინფორმაციაც ახლა გვაქვს, ის საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა ე.წ. კატეს გადაღება. ჯერჯერობით ჰყავთ დიღომში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)