13:04 - 22 Jul, 2026
|
2023-03-07 17:42:51, 1037 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის ელექტრო პანდუსები მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ. გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ელექტრო ამწე პლატფორმა მეშვიდე მიკრორაიონის N26 კორპუსისის II სადარბაზოში მოეწყო. ასევე, მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსის III სადარბაზოში დამონტაჟდა. "დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო. გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სადარბაზოს ადაპტირება ჯამში, 6 მისამართზე განხორციელდება", - ნათქვამია გლდანის გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)