13:04 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 13:42:06, 1192 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - ჩვენ თვითონ შევთავაზეთ რამდენიმე თვის წინ, რომ მათ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, და ჩვენი შეთავაზება ძალაშია

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოში პოლონელი ექიმების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აღნიშნული შეთავაზება იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, რაზეც პასუხი არ მიუღია, და შეთავაზება დღემდე ძალაშია; პოლონელი ექიმების ვიზიტთან  დაკავშირებით კი, უწყებასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„ჩვენ თვითონ შევთავაზეთ რამდენიმე თვის წინ, რომ მათ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, და  ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენთან არ ყოფილა არავითარი კომუნიკაცია ამ საკითხზე. შეთავაზება, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ძალაშია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ ჩამოიყვანონ და ჩართონ მკურნალობის პროცესში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics