14:11 - 22 Jul, 2026
|
2023-03-03 00:08:10, 775 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლები შსს-ს შენობასთან ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ
მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს. როგორც ქარტიაში აცხადებენ, გმობენ პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. "ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას",- ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია იმართება, სამართალდამცვებმა ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" გენერალური დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას" ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)