|
2023-03-02 19:09:16, 783 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი - მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც უკანონობას მაძალებს, ეს არის ჩემი ღირსება
მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა, მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს, რომ უკანონობას ვეზიარო, - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. როგორც ყაველაშვილმა საკომიტეტო სხდომაზე აღნიშნა, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს წასულა და ამის უფლებას საკუთარ თავს არც მისცემს. "მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა, მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს, რომ უკანონობას ვეზიარო. დიახაც, არ მინდა! აი, ეს არის ჩემი ნათქვამი და ეს არის ჩემი ღირსება და ნუ მასწავლით, რა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია ეგეთი ევროპა. მე ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ და ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ ასეთი აღვირახსნილი პროცესები, რაც დღეს ვნახეთ [მიმდინარეობდეს]. მე მინდა ღირსეული ევროპა",- განაცხადა ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო სექტორმა და მედიის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში აქცია გამართეს და სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს. სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)