|
2023-03-02 15:08:00, 601 ნახვა
საზოგადოება
13 მარტიდან შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობას. 13 მარტიდან ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. "სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86%-ით არის გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0 გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით. ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევის (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრს. აღნიშნული ცვლილების შესახებ, 6 მარტიდან, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება განხორციელდება, როგორც ავტორიზებული გვერდის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, ასევე სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)