|
2023-03-02 13:41:31, 525 ნახვა
საზოგადოება
აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა გაიმართა
"საქართველოს ბანკი" აქტიურადაა ჩართული აგრო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, აგრომიმართულებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით განიხილეს. შეხვედრაზე "საქართველოს ბანკის" წარმომადგენელმა, ალექსანდრე მელქაძემ აგრომიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. „გალთ & თაგარტის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, მარიამ ჩახვაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას ბაზრის ტენდენციებზე კვლევა წარუდგინა. ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სოფლის განვითარების ფონდის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ნუშისა და კაკლის ასოციაციის, ასევე, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მრავალწლოვანი კულტურების ჭრილში გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. მთავარი გამოწვევაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიმართულებით ნაკლები ცოდნა არსებობს. შესაბამისად, ჩვენც სხვადასხვა კომპანიებთან ვპარტნიორობთ, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერით აგრო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. აღნიშნული შეხვედრაც მათთვის იყო, ვინც მრავალწლოვანი კულტურების ინვესტიციითაა დაინტერესებული. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სექტორის წარმომადგენლებს და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)