|
2023-03-02 10:35:42, 535 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას უთანასწორო ომში არ შევიყვანთ
სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს, ამ ქვეყანას უთანასწორო ომში არ შევიყვანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ქვეყანას ომში შესვლა არ შეუძლია, ეს არ არის ქართული, ეროვნული ინტერესები. „იმ ხალხს, რომელიც იბრძვის რეალურად საქართველოს წინააღმდეგ, იმ ხალხს, რომელიც ცდილობს ამ ქვეყნის შეთრევას რაღაც ცუდ ამბებში: ომში, უბედურებაში, იმ ხალხს, რომელიც მხარს უჭერს გარედან მომავალ შანტაჟს, შვეიცარიის საბანკო სისტემიდან დაწყებული, მხარს უჭერს სპეკულაციებს სააკაშვილზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირ მოწოდებებს ომში ჩართვაზე - ამ ყველაფერს აქვს ერთი დიდი საერთო სათავე და მიზანი, რომ ეს ქვეყანა ომში შევიდეს. ამ ქვეყანას ომში შესვლა არ შეუძლია, ეს არ არის ქართული ეროვნული ინტერესები და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ რაც არ უნდა მოხდეს. სიცოცხლის ფასად რომ დაგვიჯდეს ამ ქვეყანას ჩვენ უთანასწორო ომში არ შევიყვანთ. ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)