15:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-01 19:51:29, 790 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“-სა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა

დღეს, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „საქართველოს ფოსტა“-სა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საფოსტო მარკის, რომელზეც ივანე ჯავახიშვილია გამოსახული - შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის ნაწილის კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადმორიცხვას. აღნიშნული თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მემორანდუმს  ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, შპს „საქართველოს ფოსტა“-ს გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics