|
2023-03-01 13:19:46, 560 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. „ზურაბ აზარაშვილმა, დიპლომატს, ქვეყანაში მოქმედ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, მათთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. ჯანდაცვის მინისტრმა, გერმანიის ელჩს, ამ მიზნით, სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედებას, ასევე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას. მხარეებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)