|
2023-02-28 14:40:31, 733 ნახვა
საზოგადოება
ნინო ნიჟარაძემ სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციურ რეგიონულ ცენტრში სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა გამართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად, სამედიცინო პერსონალთან მორიგი შეხვედრა სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრში გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს, სამინისტროს 2023 წლის პროგრამები გააცნო, გასული წლის შედეგები მიმოიხილა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. "სამინისტროს პროგრამების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ვაგრძელებთ შეხვედრებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან. დღეს, შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვით ფტიზიო-პულმონოლოგიური ცენტრი შეიცვლის ადგილმდებარეობას და საქმიანობას ინფექციური საავადმყოფოს ერთიან სივრცეში, თანამედროვე სამედიცინო გარემოში გააგრძელებს. ტუბერკულოზის ამჟამინდელი შენობა ათეული წლების წინ არის აგებული და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რიგ პროგრამებში. შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა 60 წლის იუბილესა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი, ციური აბულაძე და ამავე ცენტრის ინფექციური დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი, ჯემალ დუმბაძე დააჯილდოვა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)