14:46 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 23:10:49, 1011 ნახვა

პოლიტიკა
მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს

მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა ვლადიმირ პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებმა მოლდოვას უნდა დაეხმარონ პოტენციური რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ იულიან გროზამ დასძინა, რომ მოლდოვა პატარა ქვეყანაა განუვითარებელი ეკონომიკით, რაც ზეწოლას უფრო რეალურს ხდის.

„თუ რუსეთი დაიწყებს საგაზაფხულო შეტევას, რომელიც ფოკუსირებულია სამხრეთ უკრაინაზე, მას შეუძლია კვლავ სცადოს ოდესისკენ გასვლა და შემდეგ დნესტრისპირეთთან დაკავშირება და არსებითად შექმნას სახმელეთო ხიდი, რომელიც გადის სამხრეთ უკრაინაზე და კიდევ უფრო ახლოს ნატოს ტერიტორიასთან. მოლდოვა არ არის ნატოს წევრი, რაც მას უფრო დაუცველს ხდის“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics