|
2023-02-27 19:58:22, 853 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან, ჩვენ მას ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია წარვუდგინეთ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო ნოტა შეთანხმებული იყო 27 ევროკავშირის ქვეყნის მიერ, ერთობლივი ნოტა ბრიუსელში, ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით შედგა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა. მისივე თქმით, მან და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის ქვეყნების საპროტესტო ნოტა გადასცეს, ხოლო თავისმხრივ რატი ბრეგაძემ მათ მოახსენა თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია. "ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ცნობებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო ნოტა შეთანხმებული იყო 27 ევროკავშირის ქვეყნის მიერ. ერთობლივი ნოტა ბრიუსელში, ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით შედგა. ჩვენ ძალიან ღია საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მას წარვუდგინეთ ევროკავშირის 27 ქვეყნის პოზიცია და მან თავის მხრივ, გაგვაცნო თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)