|
2023-02-24 15:12:19, 982 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე წულუკიანზე - თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრობისა, ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიცრუე უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც თეა წულუკიანის უწყების მხრიდან სპორტის ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას და წულუკიანთან კალაძის დაპირისპირებას ეხებოდა. თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას თეა წულუკიანთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს, ფედერაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კი ინფორმირებული არ არის. „დავიწყოთ იქიდან, რომ თეასთან არანაირი დაპირისპირება არ მაქვს გარდა მეგობრული ურთიერთობისა. რაც შეეხება იმას, რომ სპორტულ ფედერაციებს შეწყვეტილი აქვთ დაფინანსება, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოება რომელიღაც ფედერაციასთან. რასაც მეკითხებით, არ არის სწორი ინფორმაცია და ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ავრცელებთ სიცრუეს. მე თუ მეკითხებით, მე გცემთ პასუხს ამაზე და თუ ჩემი პასუხი არ გაკმაყოფილებთ, თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ, ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მე ვერ შევალ თეას საქმიანობაში. თეა არის წარმატებული მინისტრი, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მას დაუსვათ კითხვა. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სპორტში და არა მარტო სპორტში, თუნდაც კულტურის, ხელოვნების სფეროში და ასე შემდეგ. კულტურის საბჭო აგრძელებს მუშაობას ყველანაირი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)