|
2023-02-24 14:32:13, 753 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველო, ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, მოწინავეა
სამწუხარო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება უკრაინაში უსასტიკესი ომის შეჩერება - სამწუხარო ფაქტია, რომ პარალელურად, ჯერ კიდევ გრძელდება ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, საქართველო, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, მოწინავე ადგილს იკავებს. "ერთი წელი გავიდა, რაც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო, აგრესიული ომი მიმდინარეობს. შედეგად ათიათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირია დაღუპული, ლტოლვილი და დევნილი გახდა მილიონობით უკრაინელი, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ უდიდესი ტრაგედიის პარალელურად, გასული ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული ომის სამიზნე და ობიექტი გახდა იმის მიუხედავად, რომ საქართველო მოწინავეა, როგორც ჰუმანიტარული დახმარების, ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. იყო კამპანიური მცდელობები მას შავი ხვრელობა და სანქციების გვერდის ავლა დაბრალებოდა, თუმცა ერთი მტკიცებულებაც კი ვერავინ დადო ამ ხნის განმავლობაში! იყო პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები საქართველო ომში ჩართულიყო, - ესეც კამპანიური ხასიათის, თუმცა საქართველომ ამ შემოტევებსაც გაუძლო... სამწუხარო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება უკრაინაში უსასტიკესი ომის შეჩერება. ჩემი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას!
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)