|
2023-02-23 17:26:07, 871 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანიას პუტინს - ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს "სამშობლოს დამცველის დღეს“ ულოცავს. როგორც ბჟანიამ მისალოც წერილში წერს, ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური, "ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დაცვის მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს". "თქვენ ასრულებთ უმთავრეს ამოცანას - დაიცვათ თქვენი სამშობლო მტრის საფრთხეებისგან. ხართ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაური. ფასდაუდებელია რუსეთის ფედერაციის დახმარება აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დამყარებასა და განმტკიცებაში“, - ნათქვამია განცხადებაში. ასლან ბჟანიამ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს "ახალი გამარჯვებები" და ჯანმრთელობა უსურვა. "სამშობლოს ყველა დამცველს ვუსურვებ, პატივითა და ვაჟკაცობით ემსახურონ რუსეთში მშვიდობისა და კეთილდღეობას. ხოლო ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ნება მომეცით, გისურვოთ ჯანმრთელობა, ახალი გამარჯვებები, მშვიდობა და კეთილდღეობა!”,- წერს ბჟანია.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)