|
2023-02-23 17:25:46, 900 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ კორპუსებში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცი გრძელდება
გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 7 მისამართზე მიმდინარეობს, რისთვისაც ჯამში, 179 526 ლარი დაიხარჯება. მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი მუხიანის IV ა მიკრორაიონის N17 კორპუსის ოთხივე სადარბაზოში, დაახლოებით, 265 გრძივ მეტრზე იცვლება. აღნიშნულისთვის 51 226 ლარი არის გათვალისწინებული. „მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)