|
2023-02-23 15:20:27, 857 ნახვა
პოლიტიკა
მარნეულში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მარნეულში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. "თავისუფლება მიშას" - ამ სახელწოდების აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. "ყველამ იცის, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის; რომ პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობა და ამ მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ. ევროკავშირში არშესვლა ნიშნავს, რომ რუსეთის გუბერნია გავხდებით. რუსეთის გუბერნიად გახდომა ნიშნავს, რომ მონობაში უნდა ვიცხოვროთ და ეს არ უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მოსახლეობის 80%-ს უნდა ევროკავშირში", - განაცხადა აქციაზე მყოფმა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ აქციების ქრონოლოგია, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 21 თებერვალს თბილისის მერიასთან, 20 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიასთან, 13 თებერვალს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი, ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ. უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)