|
2023-02-23 13:13:16, 893 ნახვა
საზოგადოება
მერია - უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, იტალიის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
იტალიის ქუჩაზე, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებები მშრალი ხიდიდან გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით, ხოლო ზაარბრიუკენის მოედნიდან გადაადგილება დასაშვები იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ. „გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ათონელის ქუჩიდან ვირსალაძის ქუჩაზე და შემდეგ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით; მძღოლები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ, ხოლო ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ასევე, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. შეზღუდვა 24 თებერვლის 11:00-დან 13:00 საათამდე იმოქმედებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)