23:26 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 22:25:34, 1616 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - NATO ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების ძირის თხრა გააგრძელოს

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  "ბუქარესტის ცხრიანის" ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, NATO ვერ დაუშვებს, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების ძირის თხრა გააგრძელოს და სწორედ NATO-ს ერთიანობით და მოკავშირეების მხარდაჭერით ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული იქნება.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც სჭირდება გამარჯვებისთვის. არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ჩვენ რუსული აგრესიის მოდელი მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. 2008 წელს საქართველოში, 2014-ში ყირიმსა და დონბასში, შარშან კი სრულმასშტაბიანი შეჭრა ვიხილეთ უკრაინაში. ვერ დავუშვებთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. ნატო-ს მოკავშირეები არასდროს ყოფილან უფრო მეტად ერთიანები. ჩვენ მოკავშირეების ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics