|
2023-02-21 17:28:53, 711 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი
2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა. „2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა. აქვე აღვნიშნავ, რომ 2022 წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად გაძლიერდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაიზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა. სასაზღვრო გამტარი პუნქტები დამატებით აღიჭურვა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით, მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურა განახლდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)