|
2023-02-21 17:04:11, 415 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - გასულ წელს, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მინისტრის თქმით, ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს უერთდება. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს, სამინისტროს მხრიდან მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით განხორციელდა კამპანია - ,,ემეგობრე პოლიციას“. „დიდი ყურადღება ეთმობა მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უერთდება საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე, მათ შორის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიებს. გამოვყოფ ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინების, თანასწორობის კამპანიებს. ასევე, მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)