20:56 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 16:30:31, 684 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები

2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა  ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

რაც შეეხება საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერების მიმართულებას, მინისტრის თქმით, ამ მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები.

„საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებას და საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი − სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. აღნიშნული რეფორმის კონცეფცია შეფასებულია ვენეციის კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციები დიდწილად ასახულია ინიცირებულ პროექტში. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, დაწყებულია მისი საკანონმდებლო განხილვის პროცედურები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცედურების შემდეგ, ცვლილებები ეფექტიანად დაინერგება და ამოქმედდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics