|
2023-02-21 15:59:13, 1039 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო - ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც
ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, თბილისიც, სოხუმიც და მინსკიც,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ყოველთვის იყო დაინტერესებული აფხაზეთთან თანამშრომლობით, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, 2022 წლის სექტემბერში განიხილებოდა. "რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამ კითხვას ვსვამ, ვერაფრით გამიგია, რატომ არის საჭირო ამის საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ გავიყოთ რამდენიმე ქვეყანა და ხალხი. ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც. ყველანი რაღაცნაირად უნდა გავერთიანეთ, ერთმანეთისკენ ვისწრაფოდეთ. ამ კონტექსტში განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ თქვენი დაპირება შეასრულეთ და ჩვენთან ჩამოხვედით",- განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს თქმითვე, აფხაზეთთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. "ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. აფხაზი ხალხი პატივს სცემს ბელარუსებს. ჩვენ გვაქვს ის, რომ ჩვენი ურთიერთობების საფუძველი ავაშენოთ. არის საქონელი, რომელიც გვაინტერესებს და არის საქონელი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. მეტიც, ტურისტული მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციების დაწესება დაიწყეს. ჩვენს ხალხს უნდათ ზღვის მონახულება. ასე რომ, მე თქვენს სანაპიროს ვუყურებდი. ჩვენ ყოველთვის იქ მოვდიოდით, სოხუმში და ბათუმში. თბილისში და ა.შ. ჩვენი ხალხი მაინც სტუმრობს ამ ქალაქებს. მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი მოწყვეტილი აღმოჩნდა, არა გამოუცხადებელი, არამედ მოწყვეტილი და მოთხოვნა ძალიან დიდია",- დასძინა ლუკაშენკომ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)