|
2023-02-21 15:05:10, 761 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ში მონაწილეობს
22-24 თებერვალს მაროკოს ქალაქ ტანჟერში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 გაიმართება. რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, რომელზეც აეროპორტების გაერთიანება USAID - ის მხარდაჭერით წარსდგება, წარმოდგენილი იქნება სტენდი, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საპრომოციო და ვიდეო მასალებით. 3 დღის განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებას 20 ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა - ერთობლივი სტენდით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო საავიაციო ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იქნება წარმოდგენილი და მოხარულები ვართ, რომ ეს ორგანიზაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაა, რომელთანაც აეროპორტების გაერთიანება მრავალია წელია თანამშრომლობს და მისი ჩართულობით არაერთი პროექტი განუხორციელებია-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები Easy jet-თან, Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Vueling-თან და თურქულ-გერმანულ ავიაკომპანია Sunexpress-თან გამართავს, რომელიც ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)