|
2023-02-20 20:10:32, 710 ნახვა
პოლიტიკა
დურბინი სააკაშვილზე - მისი მდგომარეობა უარესდება, ყველას ჰუმანურობისკენ და უფლებების დაცვისაკენ მოვუწოდებ
მის სიტუაციას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ანგარიშებს კითხულობს და მისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქედან გამომდინარე ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები და მიეცეს მას შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა. "20 წელია, მე მას პირადად ვიცნობ. ადრე, როცა პრეზიდენტი იყო, ხშირად მსტუმრობდა. მის, ამ ბოლო სიტუაციას ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო. თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისა და მისი უფლებების დაცვისკენ. მას, როგორც ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება", - განაცხადა დურბინმა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)