|
2023-02-20 15:56:25, 825 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - დიახ, 24 თებერვალს ჩვენი დელეგაცია რადაში მიწვეულია, თუმცა უარს ვამბობთ
დიახ, მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას. ზარქუას თქმით, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, პოლიტპატიმარს უწოდებენ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს. "ჩვენ დიახ მიწვეულები ვართ 24 თებერვალს ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ, რატომ? იმიტომ რომ უკრაინის მაღალჩინოსნები როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ასევე ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)