|
2023-02-18 17:50:42, 805 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - რაც ვისწავლეთ არის ის, რომ დროულად დავეხმაროთ პარტნიორებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ ომში უკავშირდება პარტნიორების დროულად და სწრაფად დახმარებას, იმ ქვეყნების მეტ მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, ძირითადი მიზეზი, რაც უკრაინას დაეხმარა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის მოგერიებაში რა თქმა უნდა უკრაინელი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმია, მაგრამ ამასთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვის ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას, რაც სათავეს 2014 წლიდან იღებს. „მოლდოვას არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული ნატოში მომავალი გაწევრიანების შესახებ და ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლეთ ომში უკავშირდება პარტნიორების დროულად და სწრაფად დახმარებას, იმ ქვეყნების მეტ მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის წინაშე მოწყვლადები არიან. ეს დახმარება უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად და ახლა. ძირითადი მიზეზი, რაც უკრაინას დაეხმარა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის მოგერიებაში რა თქმა უნდა უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება, ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯებია, მაგრამ ამავე დროს ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაა, რაც სათავეს 2014 წლიდან იღებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)