|
2023-02-18 15:50:07, 872 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს სუვერენული საქართველო ქართველი ხალხის ინტერესებით იმართება
დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა!, - ასე მიულოცა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული და დემოკრატიული, ხოლო მოქმედებაც სწორედ ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით მიმდინარეობს. „დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა! მისი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო ადამიანის ღირსების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით იმართება. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული და დემოკრატიული, როგორც არასდროს და ამას საფუძველი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა. მადლობა ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის და იმისათვის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის ზრუნავდა და ზრუნავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-აღდგენა, ინტელიგენციაზე და კულტურის სფეროს მოღვაწეებზე ზრუნვა, ქართული ბუნების მოფრთხილება და მისი მრავალი სხვა საქველმოქმედო საქმე. ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის გამორჩეულ ოჯახთან ერთად!“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)