|
2023-02-18 11:20:38, 858 ნახვა
პოლიტიკა
კურტ ვოლკერი - გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს , რაც სისულელეა
საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რაც არის სისულელე, - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს და ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს. "ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს. საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რაც ნონსენსია. არავინ ცდილობს ამას. მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ტიპის რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში", - განაცხადა ვოლკერმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)