|
2023-02-17 19:31:36, 750 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის მიხედვით, 609 DRG კოდი გენერირდება და ამ ტარიფებში კლინიკების ნებისმიერი დამატებითი მომსახურებაც ასახულია
სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის მიხედვით, 609 DRG კოდი გენერირდება და ამ ტარიფებში კლინიკების ნებისმიერი დამატებითი მომსახურებაც ასახულია, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. „გასული წლის პირველი ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ახალი გადახდის სისტემა დავნერგეთ. ეს სისტემა მსოფლიოში კარგად აპრობირებულია. სისტემის მიხედვით, კონკრეტულ დიაგნოზებზე გადასახდელი ტარიფების დაანგარიშება რთული მეთოდოლოგიით ხდება. დღეს, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის მიხედვით, 609 DRG კოდი გენერირდება. თითოეულ მათგანს თავისი წონა აქვს. სახელმწიფოს მიერ გადახდილ თანხას ის თანხა დავამატეთ, რასაც პაციენტებს ახდევინებდნენ და ის საბაზისო ტარიფი გამოვიყვანეთ, რომლის მიხედვითაც თითოეულ DRG-ზე თანხა ანაზღაურდება. დღეს არსებულ ტარიფებში კლინიკების ნებისმიერი დამატებითი მომსახურებაც ასახული და შესულია. სისტემის შემოსვლის შემდეგ, კლინიკებს ვთხოვეთ, რომ პაციენტებისთვის დამატებითი გადასახადი არ დაეკისრებინათ", - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი გასულ წელს ამოქმედდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)